რუსეთის საპატრიარქოს მართლმადიდებლური სამრევლო იტალიის ქალაქ ტურინში
ეკლესიის მისამართი
strada val san martino 7, 10131 ტურინი-იტალია
ტელ: 340-672.1375
რუსეთის საპატრიარქოს მართლმადიდებლური სამრევლო იტალიის ქალაქ ტურინში
რუსეთის საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესია არის წმინდა მასიმოს სახელობის,ქალაქის პირველი ეპისკოპოსის და ეკლესიის მამის (v/სკ) წმინდა მასიმოს დღესასწაული აღინიშნება 25 ივნისს (ძველი მართლმადიდებლური კალენდრით 8 ივლისს).
სამრევლო დაფუძნდა კორსონის ეპოქაში,როგორც სხვა რუსული საპატრიარქოს ეკლესიები, საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიაში ესპანეთსა და პორტუგალიაში.
მართლმადიდებელი იტალიელების საზოგადობამ,დასაბამი მისცა ამჟამინდელ წმინდა მასიმოს სახელობის სამრევლოს 1993 წელში. მართლმადიდებლურ სამრევლოს დაფუძნების დასაწყისში,არ ქონდა თავისი პირადი ეკლესია,სადაც შესაძლებელი იქნებოდა საეკლესიო ლიტურღიების ჩატარება, ამიტომ ისინი სხვადასხვა ადგილებში ატარებდნენ ლიტურღიებს.
2001 წელს კი დაფუძნდნენ ყოფილ წმინდა რედენტორეს ეკლესიაში (ფოტო) ტურინის პირველ მთა-გორზე.
ეკლესიაში ყოველი ფუნქციონირება მიმდინარეობს, როგორც ტიპიურ რუსულ მართმადიდებლურ ეკლესიებში. ტაძარში წირვა-ლოცვები ტარდება სხვადასხვა ენებზე, სამრევლოს წევრების ნაციონალობის შესაბამისად, უმეტესწილად იტალიურად, რუსულად და რუმინულად.
სამრევლოში ადამიანების უმეტესი ნაწილი არიან მოლდოველები, მრავალი უკრაინელი, რუსი, იტალიელი და ასევე სხვა ეროვნების ადამიანებიც, როგორებიც არიან, ქართველები, რუმინელები, იუგოსლავიელები, ბულგარელები და ბელორუსიელები.
მისიონარული სულით რომელიც ახასიათებს, რუსულ ეკლესიას, ჩვენს სამრევლოს და რუსულ საპატრიარქოს, მაქსიმალურად ვცდილობთ განვვითარდეთ ჩვენი სამწყემსო ვალდებულებებით, როგორც მართლმადიდებლობის მოწმე მრევლი იტალიის რეგიონებში პიემონტე-სა და ვალედაოსტა-ში და საერთოდ დასავლეთში.
სამრევლოს დაფუძნების დასაწყისში თავი გამოიჩინეს, იტალიელმა მართლმადიდებლებმა, იტალიაში მცხოვრები მართლმადიდებლობის მორწმუნე ემიგრანტების შეკრებაში.
ყველა ის ადამიანი ვინც დაინტერესებულია, როგორია მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრება,ჩვენ ჩვენი კულტურული შუამავლობით ვცდილობთ მათ მივაწოდოთ თუ რა არის მართლმადიდებლობა, მათთვის გასაგებ ენაზე, რომ გასაგებად ადვილი იყოს ჩვენი იკონოგრაფიული და საეკლესიო ტექსტები.
იმის გათვალისწინებით რომ,მართლმადიდებლობის მოწმე მრევლი არ შეიძლება იქნას გამოყოფილი, სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებისგან, რადგან ჩვენ გვაქვს იდეალური მეგობრული ურთიერთობა. თუმცა ჩვენი მრევლი ინარჩუნებს აქტუალურ დიალოგს მართლმორწმუნეობაზე, სხვა ქრისტიანული აღმსარებლობის მქონე ადამაინებთან ქალაქ ტურინში.
თუმცა ჩვენ ვალდებულნი ვართ უარი ვთქვათ შემოთავაზებაზე, რომ მათთან ერთად აღვასრულოთ ღვთისმსახურება, (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, სიმბოლურ დონეზე). ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მათ გავაცნოთ ჩვენი ქრისტიანობის ფესვები, (თუ როგორ დაგვავიწყდა რა საერთო ინტერესი გვაკავშირებდა ერთმანეთთან საუკუნეების უკან) გარდა ამისა საერთო აქცია,ემიგრანტების მიღების და მათი ინტეგრირება ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში.
როგორც ცნობილია ჩვენი, ქრისტიანების პრობლემა არის, თავის დამყარება ჩვენთვის უცხო საზოგადოებაში, რომელიც რთულად რეალიზებადია, რადგან ჩვენი მრევლი შედგება სხვადასხვა სოციალური დონის, კულტურის, ტრადიციის, მენტალობის მქონე ადამაინებისგან.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ეკლესია არ არის დაფინანსებული და ის ფეხზე დგას მრევლის ხელშეწყობით და მათი გულუხვობით, ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ მართლმადიდებელი ემიგრანტები,რომლებიც იმყოფებიან ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში, ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ყოველ მათგანს და ერთად ვემსახუროთ მართლმადიდებლურ ცხოვრებას ერთად ლოცვაში.
|